„ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ. თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ვერ ასწავლის ეს ადამიანი რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები. ჩვენი ქვეყანა იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით და ასე ვაპირებთ ქვეყნის მართვის გაგრძელებას“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში განუცხადა.








