კობახიძე – ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება

ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება უკვე მწიფდება.

„სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები არის გაუმჯობესებული, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ, მეტყველებს, რომ სწორედ აქეთკენ მიდის პროცესი. ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა განაცხადა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით – ზელენსკი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის სესიაზე ჩემი გამოსვლისას მთავარი აქცენტი გაკეთდება არაღიარების პოლიტიკაზე, მის გაძლიერებასა და უსაფრთხოების გამოწვეებზე