2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

კობახიძე – დისკუსიები არის მნიშვნელოვანი, რათა საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში

ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელ დებატებში მონაწილეობდა რვა ადამიანი და რვიდან შვიდმა გამოავლინა მაღალი კულტურა.

„გუშინ მთლიანობაში 8 მონაწილე ვიყავით დებატებში და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ 8 მონაწილიდან 7 აქეთკენ იყო მიმართული. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავისი თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ოპტიმისტურად, ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებს პირდაპირი დიალოგის აღდგენას