კობახიძე: დიფ სთეითის ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება

საჯარო წერილის გაგზავნამდე გაგზავნეთ არასაჯარო წერილი და სულისკვეთება იყო დაახლოებით იგივე… საჯაროდ ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, როგორ უყურებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას, ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი დევს მაგიდაზე, ვამბობთ, რომ ვართ მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის განახლებისთვის, ველოდებით პოზიციას.

ხომ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა დასავლეთისკენ სიარული, თუ არ გვინდა, ვცადოთ აბა, იქნება გვინდა, საჯაროდ ხომ ვაცხადებთ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორობაზე და შევთანხმდეთ რაღაცებზე, რატომ არ შეიძლება, რომ ამაზე დაიწყოს საუბარი, ეს არის ჩვენი ზოგადი გზავნილი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამესც- გრძელდება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციას და დიფ სთეითს შორის, და იმის მიხედვით, საით გადაიხრება ბალანსი, ამის შესაბამისად განახლდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის […]

[…] რაც შეეხება [კითხვას] – ვალაგებთ თუ ვერ ვალაგებთ, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, დიფ სთეითის ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება, თუ დიფ სთეითმა უნდა მართოს ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული ოთხი წლის განმავლობაში, მაგალითად, ასეთ ამერიკასთან არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც ველოდებით…

ჩვენთვის არის ღირებული ისეთ ამერიკასთან ურთიერთობა, რომელშიც არ დომინირებს დიფ სთეითი. დიფ სთეითმა მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. 2003 წელს მათი ორგანიზებით მოხდა საქართველოში ვარდების რევოლუცია, რომელმაც ქვეყანას მოუტანა 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, აგენტურის მმართველობა. დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. დანაშაული მკვლელობა, წამება, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი. ეს ყველაფერი ხდებოდა სისტემურად. რა თქმა უნდა, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი დიფ სთეითსგან. არც მილოცვები გვინდა ასეთი, არც სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი გვინდა სტრატეგიული პარტნიორობაც, კომუნიკაციაც ისეთ ამერიკასთან, რომელიც გათავისუფლდება დიფ სთეითისგან. ამიტომ მოთმინებით ველოდებით ამ პროცესს”,-აცხადებს ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიკიმბერლი ლოუ წერს, რომ ტრამპმა ყაველაშვილს წერილი მისი ჩართულობით გაუგზავნა
შემდეგი სტატიამედვედევი ტრამპის მუქარაზე: მხოლოდ ერთი ძალიან ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი