კობახიძე დღეს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს გაიმართება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, 12:30 საათზე დაინიშნა.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართა.

მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ და უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.

banner
წინა სტატიაშიკიევის უზენაესი სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის საჩივარს განიხილავს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია