კობახიძე დემონსტრანტებზე: ჩვენ არ გვაქვს არანაირი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ

პარტიები, ე.წ. მედია, მერე ე.წ. NGO-ები და ახლა უკვე გადავიდნენ მუშაობის უხეშ სპეცსამსახურულ მეთოდზე, როცა ხდება უსახელო, აგენტურული, ექსტრემისტული დაჯგუფებების პირდაპირ დაფინანსება.

ეს არის ძირითადად ახალგაზრდული, ექსტრემისტული დაჯგუფებები, ისინი არ არიან მრავალრიცხვოვანი – ჯამში ეს აგენტურული ერთობა შეადგენს, დაახლოებით 500-მდე ადამიანს, მეტი არ არიან, მაგრამ აგრესიული ქმედებებისთვის ესეც არის საკმარისი.

თქვენ ხედავთ, რომ 300 დღის, თუ რამდენიც არის, ერთი წლის განმავლობაში – მთელი ეს აქციები, ქუჩების გადაკეტვა დაიწყო 26 ოქტომბრიდან უწყვეტად და ამას აკეთებს ერთი და იგივე 500 კაცი როტაციით.

ხან 50 კაცი გამოდის, ხან 100 კაცი, ხან 150 კაცი – მათი უმეტესობა არის დახელფასებული აგენტი.

არცერთი მათგანი არ იმსახურებს თანაგრძნობას – ოდნავ თანაგრძნობასაც კი იმიტომ, რომ რეალურად ყველას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით – ვინც იგივე 100 კაცით რომ კეტავენ ქუჩას.

წარმოიდგინეთ, ხომ აცნობიერებენ, რომ 100 კაცი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე – ამას რომ აცნობიერებ და აკეთებ, როგორ შეიძლება რამე თანაგრძნობას იწვევდე.

გამორიცხულია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ,-თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის დიქტატურა 4 ოქტომბერს ხაზარაძე-ლელომ გაამყარა ოპოზიციის სახელით – დეკანოზი ილია ჭიღლაძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად, ის ყოველგვარი დათქმის გარეშე მივიდა დამხობის აქციაზე და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნა