თურქმენეთში, აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა. ღონისძიებას ესწრება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც.
“გასული 2025 წელი გაერომ მშვიდობისა და ნდობის წლად გამოაცხადა. 80 წლის წინ შექმნილი ეს ორგანიზაცია, ღირსეულად აგრძელებს თავისი მისიის შესრულებას და, ფაქტობრივად, წარმოადგენს უნიკალურ, ხშირად ერთადერთ მექანიზმს ინტერესთა საერთაშორისო ბალანსის უზრუნველსაყოფად. რაც მთავარია, ის ხელს უწყობს რთული პრობლემების შეთანხმებული გადაწყვეტილებების პოვნას, ყველა ქვეყნის პოზიციებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამ ლოგიკით, გაეროს წესდების პრინციპების საფუძველზე, მრავალპოლარული სამყაროს ახალ ეპოქაში შესაძლებელი და აუცილებელია ავაშენოთ სახელმწიფოებს შორის ჭეშმარიტად გულწრფელი, ღია და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები“ |თქვა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ამ ღონისძიებას ირაკლი კობახიძეც ესწრება.