12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

კობახიძე: ციხეებზე ყალბი კამპანია ააგორეს, შეგახსენებთ 2012 წლამდე მდგომარეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში 2004–2012 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური და სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

„პირველ რიგში, მინდა ყველას შევახსენო, თუ რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი 2004 წლიდან 2012 წლის ბოლომდე. იყო გადავსებული ციხეები, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ინფრასტრუქტურაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და პატიმრებს უწევდათ სასჯელის მოხდა უმძიმეს პირობებში. ხშირად, ერთ საკანში, რომელიც მაგალითად 8 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, მოთავსებული იყო 40 და მეტი პატიმარი. ასეთი უმძიმესი მდგომარეობა იყო, მორიგეობით უწევდათ ძილი პატიმრებს და ეს ყველაზე მსუბუქი პრობლემაა იმ ყველაფერთან შედარებით, რაც ხდებოდა. მთავარი პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ამის უამრავი ფაქტი არსებობს. პატიმრების რაოდენობა იყო 24 500 და ახლა იცით, რომ ორჯერ ნაკლებია. და ყველაფერზე მეტყველებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც იყო 130-ზე და 140-ზე მეტი, წლის განმავლობაში. ბოლო დროის სტატისტიკა არის დაახლოებით 24-25 პატიმარი, რაც უკვე შესატყვისობაშია საერთაშორისო სტატისტიკასთან. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაზეა საუბარი. წლის განმავლობაში, 130-ზე და 140-ზე მეტი პატიმარი იღუპებოდა, სწორედ ამ გაუსაძლისი პირობების გამო და პირველ რიგში – წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, რასაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი ციხეებში,”- აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთი აგრძელებს ინფრასტრუქტურის განადგურებას
შემდეგი სტატიაკობახიძე: გაკადნიერდნენ და “პიჯაკების საქმე” უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს