11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

კობახიძე – ჩვენთვის მთავარია, პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ, ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ფასებთან დაკავშირებით

ჩვენთვის მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ. ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, კობახიძის თქმით, ხელისუფლება შეისწავლის საერთაშორისო პრაქტიკას.

„ზოგადად, ვფიქრობ, დისკუსია, საინტერესოდ წარიმართა. იმედი მაქვს, საზოგადოებამ კიდევ მეტი ინფორმაცია მიიღო იმასთან დაკავშირებით, როგორ წარმოიქმნება სურსათის ფასები ქვეყანაში. ჩვენთვის მთავარია, საბოლოო ჯამში, პრობლემის გადაწყვეტის გზები ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ. ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, პირველ რიგში, გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხზე. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით. ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში დღევანდელ ეტაპზე ალბათ რთული იქნება ასეთი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ამ ზომასაც მივმართავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებს პირდაპირი დიალოგის აღდგენას
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის განულება, ვფიქრობთ, ამისთვის დაგვჭირდება რამდენიმე წელი