29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

კობახიძე: ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის განსახიერება თავდადების

საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს. 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის განსახიერება თავდადების, სამშობლოსთვის თავგანწირვის. კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას და მადლობას გადავუხდი ყველა ვეტერანს, ყველა გმირს მათი ღვაწლისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიფაშიზმზე გამარჯვების დღე – კიკვიძის ბაღში, სადაც ვეტერანები არიან შეკრებილები, “ოცნების” ლიდერები მივიდნენ
შემდეგი სტატია“ოპოზიციონერობა სარფიან თვითდასაქმებად გადაიქცა”- მიხეილ სააკაშვილი