კობახიძე – ჩვენი სურვილია, რომ აშშ-სთან პარტნიორობას ჰქონდეს ხელშესახები შედეგები, იმედია, გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით

ჩვენი სურვილია, რომ აშშ-სთან პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი, როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს აშშ-სთან პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება, გაკეთდეს, ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – იმედი მაქვს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამიქანაძე – როცა ევროპული კურსის მხარდამჭერ რეზოლუციას არ დაუჭერ მხარს, საერთოდ რა გინდა პოლიტიკაში და რაზე უნდა გქონდეს პრეტენზია?