კობახიძე – ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის ნათელი და გაცხადებული, ამას ხედავს საზოგადოება

საზოგადოება ხედავს, რა არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებაზე.

კობახიძის თქმით, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ეს არის ნათელი და არის გაცხადებული. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენთვის ესეც არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამას ხედავს საზოგადოება. სხვა თემებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდა
შემდეგი სტატიაკობახიძე – ოპოზიცია ვიდრე აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია შეუძლებელია