კობახიძე: ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის

10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა „ქართული ოცნება“, გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ კანდიდატებს და მხარდამჭერებს, ასევე საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს გამარჯვება მიულოცა.

„მადლობა თითოეულ თქვენგანს. 10 ათასობით ადამიანი იყო ჩართული ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში, ამ სამზადისში. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დაფასდა. თითოეულ ჩვენგანს დაგვიფასდა დღევანდელი გამარჯვება. ვულოცავ ყველას. ათი ათასობით ადამიანი იყო ჩართული და ასეულობით კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ვინც გახდა საკრებულოს წევრი, ვინც გახდა დღეს მერი. თითოეულ მათგანს, ყველა მოგილოცავთ გამარჯვებას.

10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა „ქართული ოცნება“, მაშინ გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ზედიზედ მერვე გამარჯვება და დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის. გაუმარჯოს ჩვენს დღევანდელ გამარჯვებას და შემდეგ გამარჯვებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური – ეგზიტპოლები ყველაზე ნაკლებ დამაჯერებელია – ჩვენი მხარდამჭერების მისამართით თვეების განმავლობაში უპრეცენდენტო სისტემური ზეწოლის და დაშინების ფაქტებია და ბუნებრივია თავიანთ არჩევანს არ დააფიქსირებენ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ვულოცავთ ქართველ ერს ღირსეულ გამარჯვებას, დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია, სიძულვილის და სიცრუის ეპოქა