პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის კოლეგას, ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გააქტიურებას და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის პროექტებში.
განხილვას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილიც ესწრებოდა.















