კობახიძე – ჩემი საქმე არ არის რუსული განცხადებების კომენტირება, ჩვენი გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით ამ პრიორტეტებს

ჩემი საქმე არ არის ზოგადად რუსული განცხადებების კომენტირება, ეს არ არის ჩემი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს სერგეი ლავროვის იმ განცხადებებაზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირს არ გამოუვა რუსეთის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან“.

„ჩვენი გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით ამ პრიორტეტებს და პოლიტიკას. სადაც არის საჭირო რეაქცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს კიდეც რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ევროინტეგრაციის გზაზე, ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელი მგონია
შემდეგი სტატიაკირკიტაძე – რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ჭედავს, ათეთრებს, ანგრევს ქართულ ეკლესიებს, რომელიც ხოცავს ჩვენს თანამოქალაქეებს