23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა- ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად,  Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისრეაცია ავრცელებს.

“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს და რეისებს ასრულებს მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მსხვილ ინვესტიციებზე, რომლებსაც მთავრობა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს.

ყურადღება დაეთმო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლს.

შეხვედრაზე განიხილეს Changi Airports International-ის, როგორც აეროპორტების განვითარებისა და მართვის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანიის გამოცდილების გაზიარებისა და აეროპორტების განვითარების, მართვისა და საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიEuromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
შემდეგი სტატია“გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება”- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია