კობახიძე: ცესკო-ზე მიმდინარე შტურმს ნიკანორ მელია მეთაურობს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკო-ზე მიმდინარე შტურმს ნიკანორ მელია მეთაურობს.

მისივე თქმით, აფრთხილებენ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„მინდა, განცახება გავაკეთო ცესკო-ზე მიმდინარე შტურმთან დაკავშირებით, რომელსაც მეთაურობს კრიმინალი ნიკანორ მელია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფებს, გასული წლის 20 ივნისს, როდესაც

როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვართ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი.

ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს ვიდეოკადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი, შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიასააკაშვილი: აბა, თქვენ იცით, ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი ვართ ბოლომდე ერთად