კობახიძე ბოჭორიშვილთან ერთად სომხეთში EU-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა,_ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.















