კობახიძე ბიძინას ეპრანჭება – ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი, ვინც ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, ამბობს, რომ ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტი იმიტომ აღიზიანებს, რომ სალმე ზურაბიშვილი, როგორც დასავლური კურსის მედროშე, ისე პოზიციონირებს.

ხუხაშვილის თქმით, ახლა კობახიძე და მისი გუნდი პრეზიდენტს ივანიშვილის საამებლად ლანძრავს. “კობახიძე ამით ბიძინას ეპრანჭება”, – ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხებას ნდობის რეიტინგს, ხუხაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მინიმუმ სამჯერ უფრო მაღალი პოლიტიკური რეიტინგი აქვს, ვიდრე ირაკლი კობახიძეს.

სარეფერენდუმო კითხვასთან დაკავშირებით – დასავლეთი თუ რუსეთი, ის პოზიციონირებს, როგორც მედროშე ამ დასავლური კურსის და ეს აღიზიანებს ხელისუფლებას. მას თვლიან ერთ-ერთ ძირითად ოპონენტად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, კობახიძე ამას ლაპარაკოს ეტყობა იქიდან, რომ ბიძინა ბრაზდება ხოლმე ძალიან და ბიძინას ეპრანჭება ამ ფორმით, რომ აი ბიძინა ხომ ხედავ, შენ რომ სალომეზე გაბრაზებული ხარ, მე ეგრე ასე ვექცევი. მე ვფიქრობ, რომ ნდობის რეიტინგით, ძალიან მარტივად გავზომით სალომე ზურაბიშვილი და გავზომოთ ირაკლი კობახიძე. დამერწმუნეთ, მინიმუმ სამჯერ უფრო მაღალი წონა ექნება პოლიტიკური სალომე ზურაბიშვილს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს. მე ამას პანიკას ვერ დავარქმევ, მაგრამ პოლიტიკა ასეთია, შენ შენი მოწინააღმდეგე უნდა დააკნინო და აკნინებენ როგორც შეუძლიათ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირა შესაძლებლობას გაძლევს საქართველოს ბანკი „Back To School“-ის პერიოდში
შემდეგი სტატიალავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებას გამოეხმაურა