ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ იმ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერში, სადაც დებატები მიმდინარეობს თემაზე: “ევროინტეგრაცია: რეალური სურათი”.
,,რას სთხოვდნენ, მთავარი მოთხოვნა რა იყო, იცით? პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ იმ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას – ამათ არ იციან, რა უნდა გააკეთონო. ამაზე იყო საუბარი. ამათ არ იციან, რა უნდა გააკეთონო და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელიაო. პოლიტიკაში დაბრუნდი და გააკეთე ის, რაც გასაკეთებელიაო”,- თქვა კობახიძემ
ამით მან უპასუხა სანდრო რაქვიაშვილის შეკითხვას: “თქვენი აზრით, რატომ მოუნდათ ამერიკელებს, როგორც ვხვდები ამერიკელებზეა საუბარი, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, იმ მომენტში, როცა არანაირ თანამდებობას არ იკავებდა?”















