კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია

ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და იმ ადამიანებს, რომლებიც სჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, 3 მილიარდ დოლარზე უფრო მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სახელმძღვანელოში საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია.

„ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია. ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და იმ ადამიანებს, რომლებიც სჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდ დოლარზე უფრო მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები და მათი კუთვნილი ტელევიზიები დღეს აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც სამი მილიარდი დოლარი თავის ფული აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. ესეც არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენო, თუმცა საზოგადოება ბუნებრივია, დაინახავს ყველაფერს და ამის მიხედვით გამოიტანს დასკვნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაკნინების მცდელობის უკან უმარტივესი პოლიტიკური ამოცანებია.

„ამის უკან დგას უმარტივესი პოლიტიკური ამოცანები, თუმცა ყველაფერი აგებულია სიცრუეზე და ბუნებრივია,მ სიცრუეს ვერ ექნება წარმატება; კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოება საბოლოო ჯამში ყველაფერს ხედავს. ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, ვერ ამოატრიალებ ისე, რომ საზოგადოებას მიყიდო სრული ტყუილი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც წერია სახელმძღვანელოში ეს არის უმარტივესი ფაქტების კონსტატაცია. ვფიქრობ, რომ მეტი ფაქტის კონსტატაციაა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვებმაც იცოდნენ, როგორი იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და ბავშვებმა კიდევ ერთხელ იცოდნენ, რა მასშტაბის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ბიძინა ივანიშვილს საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის პასუხი სააკაშვილს: შერიგების შანსი თეორიულად არსებობს
შემდეგი სტატიაგვარამია: ხელისუფლება ცალი ხელით 5-6 ივლისის მოძალადეების საქმეს იხილავს და მეორე ხელით ალტინფოს პარტია დაარეგისტრირა