“ძალიან კარგია და მიხარია, რომ ირაკლი კობახიძე იქნება ახლაც ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ ის აუცილებლად დამარცხდება” – ამის შესახებ დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს და ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელას ირაკლი კობახიძის დანიშვნას ეხმაურება.
როგორც აქუბარდია ამბობს, ირაკლი კობახიძეს შტაბის ხელმძღვანელობის ცუდი გამოცდილება აქვს:
სასაცილოა ქართული ოცნების წარმოჩინება ირაკლი კობახიძის, როგორც უძლეველი შტაბის ხელმძღვანელის, იმიტომ, რომ მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა და გაფითრებული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მათ შორის, სატელეფონო ზარებით სთხოვდა ხალხს, რომ კიდევ ერთი შანსი მიეცა. ამიტომ ირაკლი კობახიძე 2018 წელს, როგორც შტაბის ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ დამარცხდა და რომ არა ივანიშვილის მხრიდან მოსყიდვის ფაქტი ამომრჩევლის, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ვერ იქნებოდა და ძალიან კარგია და მიხარია, რომ ირაკლი კობახიძე იქნება ახლაც ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ ის აუცილებლად დამარცხდება,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.
საარჩევნო შტაბს არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ პრემიერი უხელმძღვანელებს. ბიძინა ივანიშვილმა ნდობა საარჩევნო შტაბის მართვასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს გამოუცხადა. თუმცა, წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს ყოველთვის პარტიული პირი ხელმძღვანელობდა.