კობახიძე: არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული მონაცემებით, მათი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში.

“არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ეს მონაცემები ეფუძნება ჩვენი აქტივის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები კი, 2 მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. საჭიროა ამომრჩევლების აქტიურობა, რათა ბოროტებამ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს. საბოლოო გამარჯვებამდე 4 საათი რჩება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშილელოს აქტივისტს დაკავებით ემუქრებიან[ვიდეო]
შემდეგი სტატიადამკვირვებელმა ხელი დამარტყა – ზუგდიდი ერთ-ერთ უბანზე ხმაურია