კობახიძე: პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია

“პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ.პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია – საქართველოს პარლამენტს ქართველმა ხალხმა მიანიჭა ლეგიტიმაცია და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შეს აბამისი ლეგიტიმაცია.

თუ ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა ამით ისინი მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა.თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და საკუთარ მდგომარეობას – ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით.რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი ხელით.,-თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი.

„საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. ბუნებრივია, მეტი დატვირთვა ამას ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასთან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთს არ შესწევს ძალა, შეუტიოს ზაპოროჟიეს
შემდეგი სტატიაპრემიერი – პრეზიდენტის აქტი ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას