კობახიძე: არის სპეკულაციები, თუმცა ყველა ნახავს, როგორი იქნება ჩვენი შედეგები თვითმმართველობის არჩევნებზე

„როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ვთქვით, რომ თუნდაც ნახევარი პროცენტი და ერთი პროცენტი რომ ავიღოთ არჩევნებში, ვერავითარი ფორმით ამ არჩევნებზე ვერ იქნება მიბმული რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ჩვენთვის მთავარია, რომ დავინახოთ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების რესურსი ქვეყანაში. თუ ამას დავინახავთ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია შეიძლება ამაზე ფიქრი ზოგადად, თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორია ოპოზიციის დამოკიდებულება საქმისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ. აქედან გამომდინარე არავითარი ნიშანი არ ჩანს იმის, რომ შეიძლება, ჯანსაღი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების რესურსი იყოს 2024 წლამდე.

ჩვენ შეგვიძლია გამოვრიცხოთ 2024 წლამდე რაიმე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ კონსტიტუციას გავყვეთ, რომელიც გვეუბნება იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საქართველოში 2024 წელს. აქედან გამომდინარე, მანამდე ვერავითარი ფორმით რიგგარეშე არჩევნების საკითხი ვერ განიხილება. ამ დოკუმენტის ანულირება კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე მოვახდინეთ, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბარიერგადალახული პარტიების უმრავლესობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერდა, ეს იყო ნახევარზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატების. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპული იყო პოზიცია დაგვეფიქსირებინა, რადგან უპრინციპობას ვერ გაგვიგებდა პირველ რიგში ამომრჩეველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტი არის ანულირებული, შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: „სამართლიანი არჩევნების“ მიერ PVT-ის გაყალბება იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ოპოზიციისთვის
შემდეგი სტატიასუს-მა ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა