კობახიძე – არის საკვების მიღების პრეცედენტი, კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ….

როდესაც ადამიანი იღებს შიმშილობის გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამბობს, რომ “საკვების მიღების პრეცედენტები” დაფიქსირდა, თუმცა რას გულისხმობს, კობახიძე არ აკონკრეტებს:

“როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, ის რასაც ის აკეთებს, ბუნებრივია არის მოსალოდნელი გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ გუშინ გადასხმა გაკეთდა, არის საკვების მიღების პრეცედენტი და ბუნებრივია, კლოუნადის დადგმის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ….

რაც შეეხება თაფლის მიღებას ამაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე არ ვიცი, ყურმოკვრით გაგონილ ინფორმაციებზე ვერ ვისაუბრებ, თუ ჩათვლის იუსტიციის სამინისტრო საჭიროდ, ამაზე განცხადებას გააკეთებენ”,- ამბობს კობახიძე

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, სააკაშვილს ციხეში რაღაც დაემართოს
შემდეგი სტატიატიკარაძე – ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო ინსტრუმენტულ – ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება