29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

კობახიძე: არის დეპუტატი, რომელსაც აქვს კომპანია და მისი კომპანია იგებს ტენდერს. რა შუაშია კორუფცია?

“ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ელიტური კორუფციის შესახებ. პასუხად კობახიძემ თქვა: „არის დეპუტატი, რომელსაც აქვს კომპანია და მისი კომპანია იგებს ტენდერს. რა შუაშია კორუფცია?“, შემდეგ კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დისკრედიტაციით გააგრძელა.

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოკვლევა ელიტური კორუფციის შესახებ და განაცხადა, რომ 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით, აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომლებშიც „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

რაც შეეხება დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებს – როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საგამოძიებო მედიები წლების განმავლობაში ამზადებდნენ მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ იგებდნენ სხვადასხვა ტენდერს დეპუტატებთან და მათ ოჯახებთან დაკავშირებული პირები და კომპანიები, ასევე, „ქართული ოცნების“ შემწირველი პირების კომპანიებ

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება