კობახიძე – არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ

ჩვენ არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ, ეს ერთი. მეორე, ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დღეს დადგენილია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5-პროცენტიანი ბარიერით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე და მსჯელობის საფუძველზე მიიღება ასეთი ან ისეთი გადაწყვეტილება ყველაფრის გათვალისწინებით. პირველ რიგში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ამიტომ ეს მათი არჩევანი და მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5-პროცენტიანი დემოკრატიული ბარიერით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, ეს იქნება სამსჯელო თემა. მაგრამ არაფერი რომ არ შეიცვალოს კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რადგან პროპორციული სისტემა 5-პროცენტიანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული მოცემულობა.

არავითარი ვალდებულება არ გვაქვს ჩვენ, რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ, ეს ერთი. მეორე, ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, რადგან დღეს დადგენილია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავის 5-პროცენტიანი ბარიერით. ლეგიტიმური და სწორი სისტემაა დადგენილი დღევანდელი კონსტიტუციით, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან, ამაზეა საუბარი. დანარჩენი, გვქონდა მსჯელობა ბარიერის დაწევის მიზანშეწონილობაზე და ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება და პარლამენტი საკუთარი მსჯელობის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიაკანდელაკი ხელისუფლებას მიმართავს, განმარტონ, რა გახდა რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლუბოვ სობოლისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მიზეზი