კობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი

დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიემართება – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აშშ-ს მიერ საქართველოსთვის საგარეო დახმარების მოცულობის 8 მილიონი დოლარით შემცირებაზე.

„მე ვერ გეტყვით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატები იღებს. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიემართება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის მშვიდობის შენარჩუნება და სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესების დაცვა
შემდეგი სტატიასარჯველაძე – მთავარი განმსაზღვრელია პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურად დაცვა