კობახიძე – არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს

არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა. როდესაც არახამია საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არახამიამ „თავის ქვეყანას შეუქმნა პრობლემები და უნდა, რომ საქართველოსაც შეუქმნას“. მისივე თქმით, ივანიშვილის დასანქცირებით საქველმოქმედო პროექტები შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, „მაგრამ მათ ამაზე უარესი უნდათ“.

„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან გასვლის მომენტში იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარის აქტივებს. დანარჩენი თანხა მთლიანად მიემართა საქველმოქმედო მიზნებისათვის. არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა, როდესაც არახამია საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს ეს ნიშნავს უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს დახარჯული აქვს 3 მილიარდი დოლარი საქართველოში და მომავალშიც უამრავი პროექტია დაგეგმილი. მათ შორის ტაძრების მოვლა-პატრონობა, მშენებლობა, განაშენიანება და სხვა. ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა პრობლემები, უნდა საქართველოსაც შეუქმანას პრობლემები. საქველმოქმედო პროექტები შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ უნდა ეს და ამაზე უარესი, თუ რა არის უარესი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – გიორგი ვაშაძეს გადაეცით, რომ იდიოტია
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა