21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კობახიძე: არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი

როდესაც გვიწევს სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ერის სიძულვილი არის არასწორი მოვლენა, ეს თავისთავად მეტყველებს იმ დისკურსის აბსურდულობაზე, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს,- თქვა კობახიძემ ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერში მიმდინარე დებატებზე, რომლის თემაცაა – “რუსოფობია – რეალობა თუ პოლიტიკური იარლიყი”.

,,ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს უმარტივესი ნორმა – არ არსებობს ცუდი ერი, კარგი ერი და არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი. მეორე საკითხია ერებს შორის ურთიერთობა. საუბარია მეზობელ ქვეყანაზე, რომელიც ვერსად ვერ წავა, არსად არ წავა და საუბარია მეზობელ ხალხზე, რომელიც ყოველთვის აქ იქნება. პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება, ხალხი ყოველთვის დარჩება იქ, სადაც არის, ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად”,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია: გია ბარამიძე არის პოლიტპატიმარი და ის რაც მის თავს ხდება არის აბსოლუტური აბსურდი
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: 2028 წლის არჩევნები “ჩიტების ჭიკჭიკის” ფონზე უნდა ჩატარდეს