კობახიძე აქციაზე: თითქმის 20 საათი აქვთ იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ

“მათ დღე-ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რაღაზებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება”. – ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, ოპოზიციური პარტიები საერთო აქციაზე.

დღეს, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას გამართავენ. ამის პარალელურად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან, 9 ნოემბრიდან კი ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

banner
წინა სტატიაშილევან ბოძაშვილი: ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა საქართველოს მეტ დემოკრატიას მოუტანს და ევროინტეგრაციის შანსებს გაზრდის
შემდეგი სტატიაავსტრიაში მცხოვრები ქართველი – სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხება ხარ, თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში