კობახიძე ანა ფოტიგაზე: კრიმინალების მფარველებს შესაბამისი მიდგომა სჭირდებათ

ანა ფოტიგას შემთხვევაში ძალიან მარტივად იყო საქმე, როდესაც შენ იუსტიციის მინისტრს სწერ წერილს და ეუბნები, რომ გსურს პოლიტპატიმარ სააკაშვილთან შეხვედრა, როდესაც შენ პირდაპირ არ ცნობ სახელმწიფოს სახელმწიფოდ, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციაც შესაბამისია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კრიმინალების მფარველებს შესაბამისი მიდგომა სჭირდებათ.

„ჩვენი პოზიციაა, რომ ვინც საქართველოს არ ცნობს სახელმწიფოდ მას სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი. კრიმინალების მფარველებს შესაბამისი მიდგომა სჭირდებათ. ეს სახელები და გვარები არა მარტო 2012 წლიდან ლობირებენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და მის წარმომადგენლებს, არამედ 2012 წლამდეც. ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ის რეჟიმი აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა, არაადამიანურად ეპყრობოდა, ბიზნესის რეკეტს ეწეოდა, ტერიტორიების 20 % ჩააბარა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და მაინც ლობირებდნენ. გავიდა მას შემდეგ 9 წელი, ჯამში 18 წელი და ისევ განაგრძობენ ლობირებას, ამის უკან თუ მხოლოდ ენთუზიაზმი დგას, არ ვიცი, მაგრამ მგონი ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიაზე ” გაილაშქრა”
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი – საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის იმ კომპონენტში, რომელიც მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს აფასებს