კობახიძე: ან “ქართული ოცნება” შექმნის მთავრობას, ან საერთოდ შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება

“ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და წითელი ხაზები, ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიქმნება კოალიცია ნაცმოძრაობის განშტოებებთან და სხვა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პარტიებთან. ვიცით, რომ განშტოებები აქვს “ნაციონალურ მოძრაობას,” არიან “ნაცები,” “შმაცები” და “შმაცუნები.” მათთან კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ასევე, არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ პოლიტიკურ ორიენტრაციას. ესენია “პატრიოტთა ალიანსი”, “დემოკრატიული მოძრაობა”, მათთანაც, ჩვენი მხრიდან შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ან “ქართული ოცნება” შექმნის მთავრობას, ან საერთოდ შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.,”-აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაში2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: „ილია მეორე აფხაზეთის აღიარებას არ თანხმდება და რუსეთი ამიტომ ჩქარობს მის გადაყენებას“