კობახიძე: ამ სიყალბეზე სამთავრობო პროპაგანდაში მონაწილეობდა საპატრიარქო

ძალიან კარგია რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხიდან გამოუშვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ხელისუფლებას მათ დაპატიმრებაში ეკლესია დაეხმარა. ეკლესიის პატიმრებიც იყვნენ ისინი. ამ სიყალბეზე სამთავრობო პროპაგანდაში მონაწილეობდა საპატრიარქო, განა მხოლოდ არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, არამედ მოსაყდრე შიო, მეუფეები: იობი, ეფრემი, ექვთიმე, ნიკოლოზი და სხვები. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მთლიანად, უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი ახალგაზრდა თანამშრომელი მღვდლები: გურამ ჭარელაშვილი, არჩილ ხაჩიძე, თეიმურაზ ქორიძე, იოანე მჭედლიშვილი და სხვები. უამრავი მღვდელი მონაწილეობდა, აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი. ეს მამა კირიონი ბოლო, 14 დეკემბრის ინტერვიუში ამბობს: ”ეს საქმე მოღალატეობრივად ყარს!”-წერს Facebook-ზე თეოლოგი ბასილ კობახიძე

banner
წინა სტატიაში„ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებს გვიწერესებენ, შავ ჯიპებში სხედან და ჩვენი პრობლემები არ ესმით“ – მოძრაობამ „ხალხისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაგომელაური: ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია