კობახიძე: ამ არჩევნებს ჰყავს ლუზერები

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთ ნაწილს საკმაოდ ხისტი პოზიცია აქვს, თუმცა მეორე ნაწილთან მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში თქვა.
კობახიძის თქმით, ამ არჩევნებში გამოიკვეთა ე.წ. ლუზერები, მაგალითად, ევროპული საქართველო. მისივე მტკიცებით, სწორედ ამიტომ ამ პარტიას დესტრუქციის თვალსაზრისით მეტი მოტივაცია აქვს.

“ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი.

გამოკვეთილია უკვე სურათი, ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. “ლუზერები”, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის მაგალითად, ევროპული საქართველო, რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით პარლამენტში და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან. აქედან გამომდინარე, აშკარად გამოკვეთილია, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე, პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა”. – ამბობს კობახიძე

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვლილ 56 წლის ექიმს თანხმლები დაავადებები არ ჰქონია
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველებმა ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოიყვანეს