კობახიძე – ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არის ძალიან მყარი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შედეგით კმაყოფილია.

„პირველ რიგში, მივულოცავ ამ გამარჯვებას სრულიად საზოგადოებას, ყველას, ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის იმათაც, ვინც შეიძლება, განსხვავებული არჩევანი გააკეთა დღეს, გამომდინარე იქედან, რომ ეს გამარჯვება არის რეალურად ყველას გამარჯვება. ეს არის საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გამარჯვება. ამაზე ძალიან მყარად შეიძლება საუბარი.

ჩვენ ვიცით, რომ ოპონენტების დიდი ნაწილი იყვნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არეულობით ემუქრებოდნენ ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო საბოლოო ჯამში დამოკიდებული არჩევნებზე. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არის ძალიან მყარი, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, საუბარი გაყალბებაზე და ა.შ. ყველაფერი ეს იყო სრული სიყალბე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა ქართულ საზოგადოებას. ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა თავისი არჩევანი სწორედ წინსვლის, განვითარების, მშვიდობის და სტაბილურობის სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისიმონიშვილი – ორგანიზაციას მთლიანობაში 80-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა აქვს დაფიქსირებული
შემდეგი სტატიაუგულავა – მთელ საქართველოში ოპოზიცია ლიდერობს