კობახიძე – ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ! ეს შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, სააკაშვილს, მაგრამ ეს უნდა გამოვრიცხოთ!

ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს ომში, უნდა იმაზე მძიმე შედეგები რაც უკრაინაშია და ამაზე მეტი, უნდა სრული ჰუმანიტარული, ეკონომიკურ, პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან 30 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა.

„ჩვენ ჯერ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელიც საქართველოს ომში შეიყვანდა. ეს არესტოვიჩმა განაცხადა, შესაბამისად, ეს არის ოფიციალური კიევის პირით გაცხადებული პოზიცია. ამაში ვეთანხმებით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა, არესტოვიჩის პირით. ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე უნდა იბრუნებდეს ომით ცხინვალსა და სოხუმს. აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი: ზოგადად, რა შედეგებს მოუტანს თეორიული ომი საქართველოს, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცხადი და ეს შედეგები იქნება იმაზე ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას. კატასტროფაზეა საუბარი. ყოველი მესამე უკრაინელი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამხელა ჰუმანიტარულ კატასტროფაზეა საუბარი?! 45%-იანი ეკონომიკური ვარდნაა, რაზეც საუბრობენ საერთაშორისო ინსტიტუტები, ქალაქების განადგურება, ა.შ და უამრავი მსხვერპლი, რაც ამ ომს მოყვა. წარმოიდგინეთ, ვინც საქართველოს მოუწოდებს რომ ჩაერთოს ომში, უნდა ეს ყველაფერი და ამაზე მეტი. უნდა სრული ჰუმანიტარული, ეკონომიკურ, პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. და როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში შენ გიწევს ბრძოლა არამხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ შენ გიწევს სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა, პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღვოდა ამას წინ. უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო. ასეთი რამ გვქონდა 30 წლის წინ, 30 წლის შემდეგ ჩვენ ასეთ რამეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხის და მომავალი თაობების წინაშე. ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ! ეს შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, სააკაშვილს, უნდოდეთ სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ“, – განაცხადა კობახიძემ.

წინა სტატიაშიკობახიძე – ვიდრე ოპოზიცია დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია
შემდეგი სტატიაშსს – ვაზისუბანში 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა