კობახიძე – „ახალი” არის მორიგი, ალბათ ორპროცენტიანი პარტია, ეს არის კარგი, რათა ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში

შეიქმნა მორიგი, ალბათ, ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ პარტია „ახალის“ დაფუძნებას.

მისი თქმით, რაც მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ საბოლოო შედეგისთვის.

„რაც მეტი 2-3 პროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი ჩვენი საბოლოო შედეგისთვის. შეიქმნა მორიგი, ალბათ ორპროცენტიანი პარტია, ეს ორი პროცენტი საბოლოო ჯამში დააკლდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს არის კარგი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – როგორ აპირებენ გერმანული და ევროპული ინსტიტუციები, დაარწმუნონ ქართველები, რომ კრიმინალი ადეიშვილი დემოკრატიას აშენებს უკრაინაში და დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მისი მოთმენა შესაძლებელია
შემდეგი სტატიაკობახიძე – უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას