კობახიძე : “ახალგორი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რუსეთს ჩააბარეს… მის გაფუჭებულს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ”

“ერთ რამეს შეგახსენებთ, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების დე ფაქტო და დე იურე კონტროლი 2008 წლამდე. სამწუხაროდ, ეს რაიონი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, რამაც უკიდურესად დაამძიმა არა მარტო ქვეყნის მდგომარეობა ამ კუთხით, არამედ იმ მოსახლეობის მდგომარეობაც, რომელიც ამ რაიონში ცხოვრობს. დიახ, სააკაშვილმა ჩააბარა და იმის მერე ვერ ვიბრუნებთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სააკაშვილის გაფუჭებულს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის ჩაბარებული ტერიტორიები 10 წელიწადში უნდა დაგვებრუნებინა? ეს იყო მოლოდინი?”- თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის განცხადებით, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა ქვეყანაში
შემდეგი სტატია“ვაპირებთ მივმართოთ შვეიცარიის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს” | MKD ივანიშვილზე