591 000711 – მანანა კობახიძის ექვსი მესიჯი ალექსანდრე ელისაშვილს

ქწმიუხედავად იმისა, რომ მანანა კობახიძე დაჟინებით ამტკიცებს, ბიძინა ივანიშვილთან ყველაფერი გარკვეული მაქვსო _ გარკვევისა ამ საქმეს, ჯერჯერობით, არაფერი ეტყობა.

ეკა ბესელიაც და მანანა კობახიძეც მარტო იცავენ თავს და უმრავლესობის სხვა წევრები, ჯერჯერობით, ცდილობენ, ამ სკანდალზე საჯარო განცხადებები არ გააკეთონ. „ქრონიკა+“­ის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს მხოლოდ ტელეფონზე ელაპარაკა და ეკა ბესელიაც „მოიკითხა“. მისი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე ისაა, რომ ამ ბინძური ისტორიის კვალი არც მთავრობას შეეხოს და არც პირადად მას _ პოლიტპატიმრებისა და კოკაინის ისტორიაში ყველაზე სუფთად სწორედ მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიყურება. ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მაშინდელი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის უშუალო ძალისხმევით არ მოხვდნენ ამ სიაში ე. წ. კოკაინის საქმეზე გასამართლებული პირები. სხვათა შორის, შს სამინისტროს ინიციატივით, პოლიტპატიმრების სიიდან 25­ზე მეტი პირია ამოღებული, რაც შეეხება შკრილნიკოვსა და გევორქიანს, მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან საჯაროდ განაცხადა, რომ მათი ამ სიაში შეყვანა შეცდომა იყო. მაგრამ პრემიერს, ცხადია, არ უთქვამს ის, რასაც „ქრონიკა+“­ის წყარო გვიყვება. ორივე მათგანი ეკა ბესელიამ პოლიტპატიმართა სიაში კენჭისყრის წინ შეიყვანა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო, ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ვეღარ ასწრებდა, სამაგიეროდ, გელა ხვედელიძეს მძიმე საუბარი ჰქონდა ეკა ბესელიასთან, ბესელიამ დავით უსუფაშვილისკენ გაიშვირა ხელი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ დაგეგმილი კენჭისყრის გადადება აღარ მოისურვა.

ვის რა დოზით მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამ ეტაპზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ სკანდალი, რომელიც „ქართული ოცნების“ მეოთხე და უკეთეს წელს დაიწყო, ასე მარტივად არ დასრულდება. ამ საქმეში პოლიტიკური „კუდები“ ნამდვილად ჩანს _ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ეკა ბესელიას მოადგილის, გედეონ ფოფხაძის ახლო მეგობარია. გედეონ ფოფხაძე აგორებულ სკანდალში „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს, თუმცა, ეტყობა, თავად ამნეზია დაემართა და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი დაავიწყდა, როცა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში ვანო მერაბიშვილთან ჩამოიყვანეს, ის „მოულოდნელად“ გაუჩინარდა და, მოგვიანებით, ზესტაფონის ფეროში პროფკავშირის თავმჯდომარის მაღალანაზღაურებად პოსტზე აღმოჩნდა. ბორჯომში კი ოპოზიცია კანდიდატის გარეშე დარჩა. ირაკლი ალასანიას გედი ფოფხაძის წარსული უფრო კარგად რომ გაეთვალისწინებია, მისი დეპუტატობისთვის ვენები არ გადაეჭრა, მორიგ ღალატს გადარჩებოდა. ალასანიას კვოტით პარლამენტში გასული ფოფხაძე ეკა ბესელიას კალთას ამოეფარა და მისი „პატრონი“ პირველივე შესაძლებლობისთანავე მიაყიდა. მოგვიანებით კი ფოფხაძის გვარი კიდევ ერთ სკანდალში გამოჩნდა _ მისი რეკომენდაციით და აქტიური ჩარევით ციხე დატოვა მისმა ახლო მეგობარმა, შალვა აბულაძემ, რომელიც მოგვიანებით ორი პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავეს და ზუსტად დღეს გახდა ცნობილი, რომ სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.

ისევ კოკაინის სკანდალს დავუბრუნდეთ:

მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელისუფლებო მედია დაჟინებით ცდილობს, ნუგზარ ბოჭორიშვილი კოკაინის საქმეზე ფრთებიან ანგელოზად წარმოაჩინოს, ჯერჯერობით, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც მას საერთაშორისო ნარკოკარტელის ორგანიზატორად ასახელებს. მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ ბოჭორიშვილს „კუდი“ ნამდვილად სთხოვდა ფულსა და ჯიპების ყიდვას, ისევე როგორც ჯერ კიდევ 2010 წელს არსებობდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბოჭორიშვილის სათბურში მიწიდან 3 000 000 ევრო ამოღეს, 1 700 000 ევრო გააფორმეს და დანარჩენი, უბრალოდ, მოტეხეს. ოფიციალური ინფორმაციით, ნუგზარ ბოჭორიშვილს ფული რესტორან „ვენეციის“ რემონტისთვის ჰქონდა გამოგზავნილი. იმ მოტივით, რომ „კუდს“ კუდები არ აღმოეჩინა, ფულს ბანკში არ ინახავდა. ვინც ქუთაისთან ახლოს, რესტორან „ვენეციაში“ ყოფილა, დამეთანხმება, რომ ამ რესტორნის არათუ რემონტს, არამედ თავიდან აშენებასაც კი არ სჭირდება ამდენი ფული. მართალია, ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ მას ანასტასია ზაუტაშვილის განთავისუფლებაში ფული არ გადაუხდია, მაგრამ ამ განცხადებით მორალურად მძიმე მდგომარეობაში იგდებს თავს _ შე მამაცხონებულო, 1 700 000 ევრო მიწაში გქონდა დამარხული და საყვარელი ქალის განთავისუფლებაში 200 000 არ გადაიხადე, სადაური კაცობაა? თუმცა ვინც ბოჭორიშვილს ახლოს იცნობს, იმასაც ამბობენ, რომ ის ძალიან ძუნწია, მაგალითად, პირველ ცოლს იმაზეც კი ეჩხუბებოდა, მანქანას ფასიან სადგომზე რატომ აჩერებო. ფაქტია ისიც, რომ ანასტასია ზაუტაშვილის განთავისუფლება­შეწყალებას ბესელია­კობახიძის ტანდემი ასე მარტივად ვეღარ მოახერხებს, ამიტომ ბოჭორიშვილი „ფრაერის“ როლში თავს არ დაიტოვებს, მათთვის გადახდილ ფულს აუცილებლად უკან მოითხოვს და ამ საახალწლოდ თუ ნაახალწლევს „ოცნების“ დეპუტატების საფულე გვარიანად დაცარიელდება.

მართალია, ქ­ნ კობახიძეს არ ახსოვს, უგზავნიდა თუ არა მესიჯებს ალექსანდრე ელისაშვილს ე. წ. კოკაინის საქმეზე, მაგრამ „ქრონიკა+“ მას ამჯერადაც დოკუმენტურად შეახსენებს, რომ დიახ, მანანა კობახიძე იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს მესიჯებს უგზავნიდა.

591 000711 _ ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის ტელეფონის ნომერია და ამ ნომრიდან ალექსანდრე ელისაშვილის მობილურ ტელეფონზე 2014 წლის აპრილში, ანუ სააღდგომო შეწყალების მერე, სხვადასხვა დროს, ექვსი მესიჯია გაგზავნილი.

ის, რომ აღნიშნული ტელეფონის ნომერი ნამდვილად პარლამენტის ვიცე­სპიკერს, მანანა კობახიძეს ეკუთვნის, ამას „ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ. არაპირდაპირი გზით ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ და გვითხრეს, რომ ნომერი, ჯერ კიდევ, საარჩევნო პერიოდიდან, კორპორაციულია და თანმიმდევრობით „ქართული ოცნების“ ჩინოსნებს ეკუთვნით, 591 000711 კი მანანა კობახიძეს ერგო.

უყტრე

ახლა, დეტალურად, როდის ფიქსირდება მანანა კობახიძის ნომრიდან ალექსანდრე ელისაშვილის ტელეფონზე გაგზავნილი მესიჯები და არის თუ არა ეს ისტერიული გაგზავნა?

2014/04./30 14:36:58;

2014/04/30 14:37:03;

2014/04/30 14:37:08;

2014/04/30 14:37:13

იმავე დღეს პარლამენტის ვიცე­სპიკერის ტელეფონზე ალექსანდრე ელისაშვილის ტელეფონიდან საპასუხო მესიჯი ფიქსირდება 2014/04/30 16:15:24

რასაც, რამდენიმე წუთიანი შუალედით, ისევ მანანა კობახიძის შემომავალი მესიჯი მოყვება

2014/04/30 16:28:50

2014 წლის 30 აპრილს პარლამენტის ვიცე­სპიკერი მანანა კობახიძე ალექსანდრე ელისაშვილს საკუთარი ტელეფონიდან კიდევ ერთ სმს­ს უგზავნის

2014 /04/30 19:02:51

რასაც თითქმის ნახევარსაათიანი დაგვიანებით ალექსანდრე ელისაშვილის საპასუხო შMშ მოყვება

2014/04/30 19:39:33

დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა ყველა წინა შემთხვევაში დაუბრუნდა ქ­ნ კობახიძეს მეხსიერება, კოკაინის სკანდალიც გაახსენდა და ნუგზარ ბოჭორიშვილის ადვოკატობაც, იმედია, ამჯერად, ამ ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ, ალექსანდრე ელისაშვილის ტელეფონზე მხოლოდ ერთ დღეს, 2014 წლის 30 აპრილს გაგზავნილი ექვსი მესიჯის არსებობაც გაახსენდება და მათი შინაარსიც.

იმის დასტურად, რამდენად ყურადღებიანია პარლამენტის ვიცე­სპიკერი მანანა კობახიძე და ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მას აღნიშნული ტელეფონის ნომერი, „ქრონიკა+“­მა მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა:

აღნიშნულ ნომერზე (591000711) მანანა კობახიძეს ტელეფონის ნომრით 551 198623 ვურეკავდით, ქ­ნმა ვიცე სპიკერმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ამის შემდეგ მას პატიმრის ოჯახის წევრის სახელით შMშ გავუგზავნეთ, ქ­ნმა მანანამ შეხვედრაზე უარი გვითხრა, მაგრამ დაგვაკვალიანა, რომ პარლამენტში მის სახელზე განცხადება შევიტანოთ.

ის, რომ ტელეფონის ნომერი 591 000711 ქ­ნი კობახიძის კუთვნილებაა, მარტივად დავადასტურეთ, ახლა ჯერი ქ­ნი ვიცე­ სპიკერის მეხსიერებაზეა, რამდენად გაიხსენებს ერთ დღეს გაგზავნილი ისტერიული მესიჯების შინაარსს!!!

თუ ვერ გაიხსენებს _ საახალწლო არდადეგების მერე გავახსენებთ!!!

გაზეთი “ქრონიკა+”ქრომიკ

banner
წინა სტატიაშიობამას თქმით ის თავს ფიზიკურად არასრულყოფილად თვლის
შემდეგი სტატიაკახეთში 17 წლის გოგონა გარდაიცვალა – სავარაუდოდ, ის გაზით გაიგუდა