კობახიძე 50 000, ჟორჟოლიანი 40 000, ბესელია 35 000, კვაჭანტირაძე 30 000 – ვინ რამდენი შესწირა პარტიას?

პარტია “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებმა და ასევე პარტიული სიის თითქმის ყველა წევრმა, პარტიას საკმაოდ სოლიდური თანხები შესწირეს. განცხადებას ხაბეიშვილი გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აკეთებს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მათ იმ პოლიტიკური ლიდერების დეკლარაციები შეისწავლეს, რომლებმაც “ქართული ოცნებისთვის” თანხა გაიღეს.
დეკლარაციის მიხედვით კი ხაბეიშვილის თქმით, არც ერთ მათგანს არ აქვს იმდენი დანაზოგი, რომ პარტიისთვის 50.000 ლარი შეეწირა. მისი ინფორმაციით, ზაზა პაპუაშვილმა 45 .000 ლარი გაღო, გია ჟორჟოლიანმა 40.000 ლარი შესწირა პარტიას. ზაზა გაბუნია და ზვიად კვაჭანტირაძე 30.000-30.000 ლარით დაეხმარნენ პარტიას. მანანა და ეკა ბესელიას შემოწირულობამ 35.000-35.000 ლარი შეადგინა. ირაკლი კობახიძემ 50.000 ლარი .
ხაბეიშვილი ვარაუდობს რომ საქმე კანონდარღვევასთან გვაქვს.
“კვლევების მიმდინარეობისას ძალიან საინტერესო რამე აღმოვაჩინეთ. „ოცნების“ თითქმის ყველა მაჟორიტარობის კანდიდატს და სიის წევრს შეწირული აქვს თანხა პარტიისთვის.
საინტერესოა, რომ ეს 30. 000 ლარზე ნაკლები არ არის. მაგალითისთვის, ზაზა პაპუაშვილმა 45 .000 ლარი გაღო, გია ჟორჟოლიანმა 40.000 ლარი შესწირა პარტიას. ზაზა გაბუნია და ზვიად კვაჭანტირაძე 30.000-30.000 ლარით დაეხმარნენ პარტიას. მანანა და ეკა ბესელიას შემოწირულობამ 35.000-35.000 ლარი შეადგინა. ირაკლი კობახიძემ 50.000 ლარი გაიმეტა.
კვლევის მიმდინარეობისას გამოვითხოვეთ იმ კანდიდატების დეკლარაციები, რომლებიც 2012 -2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ. იმ მიზეზით, რომ ოცნების სხვა კანდიდატებს ბოლო წლებში საჯარო სამსახურში არ უმუშავიათ, მათი დეკლარაციები არსად იძებნება.
დეკლარაციების შესწავლის შემდეგ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქმე გვაქვს კანონის დარღვევასთან. ამათ დეკლარაციებს, რომ გადახედავ შესაძლოა შეგეცოდოთ კიდეც, ისეთ დღეში არიან.
დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ეს თანხები მათ არა აქვთ. მეტსაც გეტყვით, დეკლარაციის თანახმად, მათ უმრავლესობას მრავალწლიანი პროცენტიანი ვალი აქვს. გია ჟორჟოლიანს საკმაოდ მსუყე ვალები აქვს და ამ დროს პარტიას 400.00 ლარს აძლევს. ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც 30.000 შესწირა „ოცნებას“ 160.000 დოლარის ოდენობის პროცენტიანი ვალი აქვს და ეს ვალი მან 2029 წლამდე უნდა იხადოს.
ეს დეკლარაციები 205 წლის დეკემბერში, მაქსიმუმ 2016 წლის იანვარში აქვთ შევსებული. მათ არსად აქვთ მითითებული, რომ რამდენიმე ათასის მფლობელები არიან. ამის შესახებ არაფერი წერია არც დანაზოგის და არც ანაბრის გრაფაში. მერე უცბად ეს თანხა სადღაც გაჩნდა, ამათაც წკაპ და გადაურიცხეს „ოცნებას“,“-აცხადებს ახალ თაობასთან ინტერვიუში ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე: დათო ბაქრაძე უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტი 1-2 დეკემბერს შედგება