კობახიძე – 31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, ეს არის მისალოცი თარიღი

დღეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი არის რეფერენდუმის დღე და ის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რომ რეფერენდუმის დღე სწორედ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა. ამ დღემ მისცა დასაბამი ჩვენი სახელმწიფოებრიობის უახლეს ისტორიას.

ეს არის მისალოცი თარიღი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია
შემდეგი სტატიასაშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება