პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2016 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო.
ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძემ მიმდინარე წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნები ჩაატარა, სადაც პოლიტიკური პროცესების სამომავლო ბედი წყდებოდა.
მისი თქმით, ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განაგრძობს, რასაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა უზრუნველყოფს.
„ის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, დაძლეული უნდა იყოს. ეკონომიკური, სოცაილური და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ. გასული ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება, რომ ყველა ეს პრობლემა დაძლეული იყოს“, – აღნიშნა კობახიძემ.