კობახიძე: 20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან

რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას – ვინც ერკვევა, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული: რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი გიორგი გახარია. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. ეს იყო პირველი ნიშანი. მეორე – რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები- ასეთ განცხადებას აკეთებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან”, ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და 20 ივნისის ღამეზე საუბრისას.

20 ივნისის შემდეგ უახლოეს პერიოდში იყო ასეთი მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა და ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, თუმცა რაღაცამ შეცვალა შემდეგ ეს გადაწყვეტილება-აცხადებს კობახიძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, კობახიძე პასუხობს, “რაღაცამ შეცვალა და არა ვიღაცამ ვერ ვიტყვი რა იყო ეს რაღაც, თუმცა ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება”. მისივე თქმით, ეს იყო გახარიასთან დაკავშირებული “გარე ფაქტორი”.

მისივე თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლაზე “გახარია იღებდა გადაწყვეტილებებს… თვითონ იყო პასუხისმგებელი ოპერაციაზე”. რის შემდეგაც, კობახიძის თქმითვე, გუნდში გახარიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან “ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი.

„განცხადებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ჩემი და გუნდის სხვა ლიდერების განცხადებები არის გუნდურობის საუკეთესო გამოხატულება, როდესაც ხარ კონკრეტული გუნდის წევრი, შენ გმართებს შენი გუნდის დაცვა და შენი თანაგუნდელების სათანადოდ წარმოჩენა, ეს არის გუნდურობის მაგალითი. მაშინაც არსებობდა გარკვეული კრიტიკული კითხვის ნიშნები. იყო გარკვეული საკითხები, ამაზეც შემიძლია დეტალებში მოგვიანებით ვისაუბრო. რაც შეეხება თვითონ იმ ბრალდებას, რომელიც თქვენ მოისმინეთ უკვე მოგვიანებით ეს გაჟღერდა 17-18 თებერვლის შემდეგ, ანუ რაც შეეხება ღალატს, პრობლემა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ეს უკავშირდება 17-18 თებერვალს და ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, გაკეთდა მანამდე, როცა ჩვენ ვიყავით ერთიანი გუნდის წევრები და ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები. გიორგი გახარიას მიმართ, ჩვენ არამარტო საჯაროდ გამოვირჩეოდით ასეთი შეფასებებით, არამედ, ჩვენ მაქსიმალურად ვამაგრებდით მას, როგორც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრს, მერე პრემიერ მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო. ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები, ამას ვაკეთებდით ჩვენ გუნდის შიგნით.

შემიძლია გარკვეული დეტალებიც კი გაგიმხილოთ, გუნდის შიგნით დისკუსიების 20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, რაღაც მომენტში, თუმცა რაღაცამ შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, არა ვიღაცამ, არამედ რაღაცამ. რამ, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება. რაღაც ფაქტორი იყო, გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. მასთან იყო დაკავშირებული ეს ფაქტორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირომან პროტასევიჩი მოულოდნელად ბელორუსის შსს-ს ბრიფინგზე გამოვიდა
შემდეგი სტატიაკობახიძე: 19-21 ივნისის მოვლენების დროს გიორგი გახარიას ქმედებები მიხეილ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული