კობა სუბელიანი: “რუსთავი 2” ურეკავდა და აღვიძებდა მთავრობას…

“ქვეყანაში, სადაც ტერორიზმთან ბრძოლას ჩააბარებ შენი დაცვის თანამშრომელს,ხანძართან ბრძოლას შენს მებაღეს, სახელმწიფო ბიუჯეტს შენი ბანკის მოლარეს, სახელმწიფო რკინიგზას შენს დეიდაშვილს, ჯანდაცვას შენს ექიმს და ა.შ. ვერასდროს ვერ დაიცავ მოქალაქეებს! ვერც ტერორისტისგან, ვერც ცეცხლისგან, ვერც კორუფციისგან, ვერც ლარის გაუფასურებისგან, ვერც დანაშაულისგან, ვერც შიმშილისგან.
პ.ს. საქართველოს ჰყავს ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის ამერიკელების და გერმანელების მიერ გაწვრთნილი სპეციალისტები, რომლებიც 2012 წლის მერე დაითხოვეს სისტემიდან.
100% დარწმუნებული ვარ რუსთავი 2ს რომ არ დაეწყო მოვლენების გაშუქება და კომენტარის მოთხოვნა მთავრობისთვის ბევრად მეტი მსხვერპლი გვექნებოდა. რუსთავი 2 ურეკავდა და აღვიძებდა მთავრობას, მაგრამ მთავრობა ვერ აღვიძებდა ბიძინას ვერც 13 ივნისს 22 ადამიანი რომ დაიხრჩო ვერც 21 ნოემბერს როცა 20 საათის განმავლობაში ღია ცეცხლი იყო მჭიდროდ დასახლებულ უბანში.”

კობა სუბელიანი

banner
წინა სტატიაშიგოგი თათუხაშვილი: მთელი საქართველო გავაფრთხილე, რომ დაიღვრებოდა სისხლი
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი სპეცრაზმელი-ვანო გოლოშვილი