14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს გირაო შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მეტეოროლოგისა და ტელეწამყვანის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის შემთხვევაში ზურაბ კონცელიძე და გიორგი აფციაური პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს. პროკურატურამ ბრალდება „სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის“ მოტივით წარადგინა, რაც დანაშაულის სავარაუდო მოტივზე მიუთითებს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა
შემდეგი სტატია“ევროპული ინტეგრაციის გზა დასრულებულია”- გრიგოლ გეგელია ევროკავშირის ანგარიშზე