32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

კობა ფარტენაძე: ანომალიური სიცხის შესახებ გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის განცხადებით, საქართველოში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდები დაიწყო და მომდევნო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია მოსალოდნელი ანომალიური სიცხეების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ჰაერის ტემპერატურა ნორმის ფარგლებში იქნება.

„ჰაერის ტემპერატურა იქნება ნორმის ფარგლებში +30, +32 გრადუსი. გავრცელებული ხმები, თითქოს ანომალიურად ცხელი ამინდია მოსალოდნელი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ეტაპზე მსგავსი საფრთხე არ არსებობს, პროგნოზები მიუთითებს სტაბილურ, ზომიერ ზაფხულის პირველი ნახევრის პირობებზე“, — აცხადებს მეტეოროლოგი.

banner
წინა სტატიაშიპირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი 30 წლისაა – ნახეთ ვიდეო
შემდეგი სტატიასანდრო ცხადაძე: ჩემი ძმა საკუთარი მამის დაკრძალვაზე ვერ იყო, ყაველაშვილი კი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება