მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსახლეობას უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აცნობს. სინოპტიკოსის ინფორმაციით, 11 ივნისიდან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურა ნორმის ფარგლებში შენარჩუნდება.
“11 ივნისიდან – დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, სიცხის ფონზე ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სანაპირო კურორტებზე კი უახლოეს დღეებში – ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 11 ივნისს გაწვიმდება ხანმოკლედ ელჭექით.
ტემპერატურა ყველგან ნორმის ფარგლებში იქნება +22, +27 გრადუსის ფარგლებში”,_ წერს კობა ფარტენაძე.















