კობა ნარჩემაშვილი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად ამ ეტაპზე არ მიიჩნევს.

როგორც ჟურნალისტებს კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს.

“ამ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში საუბარი არ ყოფილა, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ დასკვნა დადონ და საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ. წარმოუდგენელია, ყველა ასეთ ფაქტზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას. თუკი უკმარისობის განცდა დამრჩება, მათ შორის ერთ-ერთი ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია და საჭიროა, ეს საკითხი გადაიხედოს”, – აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ის იმ დასკვნის გაცნობას გეგმას, რომელსაც დღეს, აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმეზე” სასამართლო პროცესების სრულად დახურვა უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს
შემდეგი სტატიასაქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება